საქართველოს ნაკრების მცველების, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის ''შახტარი'' დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში "კამპ ნოუზე" ''ბარსელონას'' წინააღმდეგ ითამაშებს.
მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. დონეცის ''შახტარი'' ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში გამოდის, სადაც 3 ქულით ''პორტოსთან'' ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ჯგუფის ლიდერი კი 6 ქულით ''ბარსელონაა''