''დინამო'' ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალშია.
მეოთხედფინალურ მატჩში ბათუმელებმა ხაშურში თბილისის ''ირაო'' ანგარიშით 4-1 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.
"დინამო'' ბათუმის მხრიდან გოლები : წიტაიშვილმა, მამუჩაშვილმა, ფაცაციამ და კაპანაძემ გაიტანეს.
''დინამო'' ბათუმი ნახევარფინალში ''კოლხეთი 1913''-სა და ქუთაისის ''ტორპედოს'' შორის საუკეთესოს შეხვდება.