პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო. აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას იმ ადამიანების კატეგორია შეძლებს, რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე ისინი, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს. პირადობას უფასოდ აიღებენ მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე და რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები. აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს , ვისაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.