14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს

24 ოქტომბერი 2023, 10:50 497 ნახვა

დღესვე გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლოა საგარეჯოში 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე  ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ირაკლი შოთაძის განცხადებით,  საკითხზე მიდგომა არის უმკაცრესი.

შეგახსენებთ, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს ხუთ პირს, მათ შორის გოგონას ქმარს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი