საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები“, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს, სალომე ზურაბიშვილმაც დაიწუნა.
ოპოზიცია ამბობს, რომ კანონის მიხედვით ქვეყანაში კრიტიკული აზრი აღარ იარსებებს, ამისთვის კი სუსი და ''ქართული ოცნება'' შეთანხმებულად მოქმედებენ.
ოპოზიციისა და პრეზიდენტის პოზიციების თანხვედრა "ქართულ ოცნებას" აღარ უკვირს, თუმცა რისკების დასაზღვევად დაწესებულ აკრძალვებზე უარის თქმა, მმართველი გუნდისთვის არეულობის მხარდაჭერას ნიშნავს.