პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს. ილია დარჩიაშვილმა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
დეპუტატები ძირითადად ჩინეთისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობებით და მმართველობის გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდნენ, რომელიც ამ დეკლარაციაშია ნახსენები.