ხულოს საჯარო სკოლებში წინასასწავლო პერიოდში გამოცხადებული ვაკანსიები თითქმის შეივსო.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გარკვეულ სკოლებში პედაგოგების დეფიციტი იყო, სადაც მაძიებელი ან მოწვეული კადრები მიიღეს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 49 საჯარო სკოლაში მხოლოდ ორი ვაკანტური პოზიციაა.
პანტნარსა და გელაურაში ინგლისური ენის პედაგოგს ეძებენ.