ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს სხდომათა დარბაზში საერთოდ არ ყოფილა, ნაწილი კი პროცესში მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩაერთო, ისარგებლეს განცხადებების რეჟიმით და საკუთარი პოზიცია სხდომათა დარბაზშივე გააჟღერეს. საბოტაჟი ევროინტეგრაციას, რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაცია – ასეთია ოპოზიციის შეფასებები.