ტენდერი ფიჭვნარის სანაპიროს რეაბილიტაციისთვის

17 ოქტომბერი 2023, 11:33 595 ნახვა

ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე ზღვისპირა ზოლში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი 10 მილიონ ლარზე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 26-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ზღვისპირა ბულვარის სარეაბილიტაციო ფართობი დაახლოებით 47 ათას 193 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. 

პროექტის მიხედვით, სანაპირო ზოლში მწვანე საფარის შენარჩუნებით პარკი მოეწყობა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან  510 დღეში უნდა დასრულდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში