ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ ორი რეისი შესრულდა

17 ოქტომბერი 2023, 09:56 585 ნახვა

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ ორი რეისი შესრულდა. გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან სამშობლოში ათობით მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისრაელში ვითარება კვლავ რთულია. 

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი