ვითარება ისრაელში

15 ოქტომბერი 2023, 20:08 429 ნახვა

ბოლო მონაცემებით ისრაელში ”ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1400-მდე გაიზარდა, ღაზაში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 2300-ს გადააჭარბა.

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამოყოფილი ევაკუაციის დრო დღის პირველ საათზე ამოიწურა. 

გავრცელებული ცნობით, თავდაცვის ძალებმა მშვიდობიან მოქალაქეებს დაუხაზა და მიაწოდა ყველა ის მარშრუტი, რა გზითაც მათ შეეძლოთ დაეტოვებინათ ჯაბალიას დასახლებული პუნქტი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ''ჰამასის'' წევრები მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევდნენ ამ ტერიტორიის დატოვების საშუალებას.

ისრაელმა სამხედროები განალაგა ლიბანის საზღვართანაც. ლიბანმა კი ისრაელის საზღვარზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო.

ტერორისტული ჯგუფი ამტკიცებს, რომ სამიზნე ისრაელის ტანკი იყო. თავის მხრივ ისრაელი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების ბოლო ეტაპზეა, თუმცა განაცხადეს, რომ ვიდრე ღაზის ჩრდილოეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოვა, შეტევას არ დაიწყებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში