თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფრენბურთში

15 ოქტომბერი 2023, 14:03 663 ნახვა

ბათუმის ბულვარის ფრენბურთის მოედანზე, თემურ ზაქარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ფრენბურთში ქედის ‘’ხარაულას’’ გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა,  სადაც 12 გუნდი მონაწილეობდა.  

თემურ ზაქარაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის მფლობელი, 2004-2015 წლებში  – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი იყო. თემურ ზაქარაძე  ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. მისი სახელობის ტურნირი 2016 წლიდან იმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში