ბორჯღალოსნების გამარჯვება

05 მარტი 2017, 00:00 1551 ნახვა

20:10 ამ ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები. "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურის შეხვედრაში პირველი ტაიმი ესპანელთა 7 ქულიანი უპირატესობით დასრულდა, 3 ქულის მოპოვება შეძლეს ბორჯღალოსნებმა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ანგარიში გათანაბრდა. საბოლოო ანგარიში ბოლოსწინა წუთზე დაფიქსირდა კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 20-მდე გაზარდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრებთან გამართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი