საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი − ვიქტორ ორბანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი დახვდა. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.
შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.