გენრი დოლიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს

10 ოქტომბერი 2023, 14:10 661 ნახვა

„დროას„ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს. დღეს საგამოძიებო სამსახურში გენრი დოლიძე და მისი ადვოკატი იკითხებიან.

საქმე ეხება 31 ივლისს ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღდეგ გამართულ აქციაზე გენრი დოლიძის დაკავების ფაქტს.

„დროას“ წევრის განცხადებით, ის განსაკუთრებული დავალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ  დააკავეს და დაკავების შემდეგ მის მიმართ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ასევე პოლიციელ გიორგი კვესიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა  ფიზიკურ ძალადობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ასევე გენრი დოლიძე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საქმეში დარღვეულია მის  მიმართ ადამიანის რიგი უფლებები და ის სამართალდამცავების წინააღდეგ ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი