მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე

09 ოქტომბერი 2023, 14:03 446 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო, რომელზეც ბრალდებულები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილიც.დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას დაიწყებენ, ვინაიდან გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ აღნიშნულის მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები ითხოვდნენ, საქმის მასალები დეტალურად სცოდნოდა მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთს - ლაშა კლდიაშვილს, ვინაიდან ის საქმეში ახლახან ჩაერთო.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რამდენიმე წლიანი სასამართლო განხილვებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, პროცესები ისევ თავიდან ჩატარდება. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში