მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

09 ოქტომბერი 2023, 10:59 437 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სხდომაა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია რა ფორმით ჩაერთვება მესამე პრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს  მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე აქვს წარდგენილი, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები  ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში