ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება

08 ოქტომბერი 2023, 17:05 425 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობაში'' დაპირისპირება გრძელდება. ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას ფლანგს მიმართავს და ურჩევს, ნუ შეეჯიბრებიან ''ნაციონალური მოძრაობის'' დისკრედიტაციაში კობახიძესა და ღარიბაშვილს.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვისი მიზანიც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, თანამშროლობა მხოლოდ მათთან ვერ შედგება, ვისაც საკუთარი მარცხის აღიარება არ შეუძლია და მხოლოდ მოთქმა-ტირილით არის დაკავებული.

პარტიას დაშლას უკვე დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ ''ქართულ ოცნებაში''.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში