დღეს "დინამო" ბათუმი სტუმრად თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება

08 ოქტომბერი 2023, 11:01 660 ნახვა

დღეს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში გამართული სამი მატჩიდან ორი „დინამომ“ მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 62 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო საბურთალო 45 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

მატჩი „მიხეილ მესხი 2-ზე“ 20:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში