შეხვედრა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან

06 ოქტომბერი 2023, 17:45 1180 ნახვა

ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

შეხვედრაზე, საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, სოსო ფხაკაძე ესწრებოდა.

მსგავსი შეხვედრები, კომერციულ ბანკებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში