ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოებას არ ეთანხმება

06 ოქტომბერი 2023, 11:18 487 ნახვა

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი იყო, რომელიც  2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებმა მთელი რიგი პირობები უნდა შეასრულონ და ამ მხრივ დათმობა არ შეიძლება.

რუტემ აღნიშნა, რომ გაერთიანებას უკვე ჰყავს 27 წევრი და თუ მეტი ქვეყანა შეუერთდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი და რიგი საკითხების განხილვა უფრო გართულდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი