საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები 12 და 17 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის 21-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
ნიდერლანდებთან მატჩი 12 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო შვედეთთან მატჩი 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე აიღებს სტარტს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.
ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარე: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).
მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), მუხრან ბაგრატიონი („დინამო ბათუმი“), საბა მამაცაშვილი („გაგარა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი“), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).