სახალხო დამცველი მოითხოვს დაიხვეწოს და დარეგულირდეს მარტოხელა მშობლების სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები საქართველოში არსებული სოციალური და კულტურული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად დგანან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე. ომბუდსმენი, მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირებისთვის.