USAID-მა უნდა განმარტოს, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ - პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2023, 12:09 610 ნახვა

 USAID-მა გააკეთოს განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგთან და გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში. როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული აქ გამოყენებულია იმისთვის, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი განმარტებები გაკეთდეს USAID-ის მხრიდან, რომელიც უკვე მერამდენედ ეხვევა ასეთ სკანდალში. ვნახეთ აქამდე, რომ ის პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ გამოქვეყნდა, ყალბი შედეგები, მაშინ იყო საფუძველი არეულობისა. ISFED-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მისმა დონორმა USAID-მა იცოდა, რომ შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას უმალავდა ქართველ ხალხს, არ ეუბნებოდა არც ხელისუფლებას. დღემდე არ გაუკეთებია კომენტარი USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის მიზეზი იყო ეს ყველაფერი. უნდა გააკეთონ განმარტება, რატომ მიდის ამერიკელი გადასახადების გადამხდელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციისთვის და ჯგუფების დაფინანსებაზე, რომლებმაც არეულობა უნდა დაგეგმონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, USAID-ის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტება „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით.

"აქამდე ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ISFED-ის მიერ 2020 წელს იყო გამოქვეყნებული და ყალბი შედეგები, რომელიც მაშინ საფუძველი იყო არეულობისა. ჩვენ გავარკვიეთ, ISFED-ის ხელმძღვანელის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ მისმა დონორმა, USAID-მა იცოდა შედეგები, რომელიც საჯაროდ ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას ქართველ ხალხს უმალავდა. არ ეუბნებოდა, არც ხელისუფლებას და არც ქართველ ხალხს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის ჩრდილი, რომელიც მიადგა ამერიკულ დახმარებას საქართველოს მიმართ, ამაზე დღემდე არ გაუკეთებია განმარტება USAID-ის წარმომადგენლობას, თუ რატომ უმალავდნენ  ქართველ ხალხს, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი, ხედავდნენ, რომ არეულობის საფუძველი იყო ეს და ახლა გააკეთონ განმარტება იმაზე, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის, რომელთაც არეულობები უნდა დაგეგმონ და ძალადობის პროვოცირება უნდა მოახდინონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი