11 წელი "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან - თარიღს პრემიერი სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმიანება.
ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი, რის შემდეგაც ქვეყანაში არაერთი რეფორმა გატარდა.
ქვეყნის მეთაური ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შთამბეჭდავი და თვალსაჩინოა.