უკუსვლის 11 წელი - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ოპოზიციის ნაწილი. ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.
კრიტიკოსებს უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არსებულ მდგომარეობას ახსენებს და მშვიდობაზე აკეთებს აქცენტს.