ხულოში სოფელ ხიხაძირში სახალხო დღესასწაული ,,ტბელობა" იზეიმეს. ღონისძიება ტრადიციულად წელსაც ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების ჩართულობით ჩატარდა.
დააჯილდოვეს საპატიო ხულოელები, წელსაც გაიცა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიაც.
ტბელობა“ 1979 წლიდან ტარდება სხალთა-ხიხაძირის ხეობაში. იგი დაკავშირებულია აქაური მკვიდრის, XIII საუკუნის მწერლის, მეცნიერისა და მოაზროვნის, საერო და სასულიერო მოღვაწის ტბელ აბუსერისძის სახელთან.
მწერლების დახასიათებით მან დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მწერლობის განვითარებაში, იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესწავლაში.