ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია ბსუ-ში

30 სექტემბერი 2023, 14:15 646 ნახვა

„დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ - თემაზე ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. კონფერენციაში მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

დაგეგმილია პლენარული სესია ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, ასევე პანელური სესია/დისკუსია ევროკავშირის და მასთან დაკავშირებული თემატიკის შესახებ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია 2020-2023 წლებში უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის გარკვეული შეჯამებაა და მისი მიზანი ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია და ევროპული კვლევების განვითარებაა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში