სამძებრო სამუშაოები მწვანე ტბაში

29 სექტემბერი 2023, 14:04 1907 ნახვა

ხულოში მწვანე ტბაში კაცს ისევ ეძებენ. თვითმხილველების ინფორმაციით, იგი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო, რა დროსაც ტბაში შევიდა, უკან გამოსული კი არ დაუნახავთ.  

გაუჩინარებული კაცის ოჯახის წევრი აცხადებს, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები მალევე ჩაერთვნენ, მაგრამ იმის გამო რომ წყლის ტემპერატურა დაბალია, ისინი სპეც-ტექნიკას ვერ იყენებენ. 

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადებიც.

კაცი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუჩინარდა იგი ხულოს მკვიდრია.   

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში