დაბა ქედაში, 26 მაისი ქუჩაზე მდებარე სასწრაფო დახმარების შენობა ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით საგანგებო სიტუაციების მართვის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადაეცა. შენობა ახალი აგებულია და მასზე მერიამ 344 ათას 197 ლარი დახარჯა.
დღესვე დეპუტატების მხარდაჭერით, ვაჟა ფშაველას ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი აჭარის მთავრობას გადაეცა.
მუნიციპალური ქონების მთავრობისთვის გადაცემის გადაწყვეტილება იქ მცხოვრები ოჯახისთვის ბინის საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით მიიღეს.