ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი - შალვა პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2023, 16:42 533 ნახვა

ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ აგრეთვე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვისაც, რომელიც მშვიდობაში, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში მთლიანი ევროპის ინვესტიციას წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დროა, მიღებულ იქნას სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს, ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანას, ევროპული დემოკრატიების ერთიან ოჯახს.

„ახლა გადამწყვეტი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მაგრამ, აგრეთვე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვისაც, რომელიც მშვიდობაში, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაში მთლიანი ევროპის ინვესტიციას წარმოადგენს. შესაბამისად, დროა, მიღებულ იქნას სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს, ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანას, ევროპული დემოკრატიების ერთიან ოჯახს.

 

და ბოლოს, მსურს, ხაზი გავუსვა ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და რუმინეთს შორის. ჩვენ მოწადინებულები ვართ, კიდევ უფრო განვავითაროთ ეს თანამშრომლობა. ჩვენ, აგრეთვე, იმედს ვამყარებთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნებისადმი ჩვენი რუმინული კოლეგების მხარდაჭერაზე. ჩვენმა კავშირებმა დროს გაუძლო და მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ერთობლივ ევროპულ მომავალში.

იმედი მაქვს, რომ შემდეგ ათწლეულში ევროკავშირისა და ნატოს საოცნებო ქოლგა საქართველოს ცაზე გაიშლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

"ველით, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილები მიღებული იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მიხედვითა და ფართო გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკისგან. ქართველი ხალხი და მთავრობა ელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, ველით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად. ეს ნაბიჯები ხალხს მისცემს მიზანს გაერთიანებისთვისა და, ამ გაურკვეველ პერიოდში, უკეთესი მომავლის იმედს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში რუსეთის განმეორებითმა შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, მასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც.

„დღესდღეობით დასავლეთი ნამდვილად ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას. საქართველო, რომელმაც პირველმა გამოსცადა რუსული აგრესია, მიჰყვება დასავლეთის მიდგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი