სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროპაში და შეფასებები

26 სექტემბერი 2023, 12:08 468 ნახვა

ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  განხილვას დაიწყებს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი და მიიღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მანამ კი მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს.

ოპოზიციურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის მორიგ ვიზიტს დადებითი შეფასება მოჰყვა, თუმცა მათთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, როდესაც ოპოზიციის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილის მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საუბარია.    

''ქართული ოცნება'' კი საკუთარ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის დაცვის მოტივაციის ხსნით და საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.  

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებით ამბობენ, რომ პრეზიდენტზე ზეწოლის საბაბად ნაციონალური მოძრაობა სწორედ იმპიჩმენტის საკითხს იყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში