პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი რუმინეთში

26 სექტემბერი 2023, 12:04 520 ნახვა

რუმინეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი დღეს მასპინძელი ქვეყნის პრემიერს შეხვდება.

ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართება ადგილობრივ ექსპერტებთანაც. შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა რუმინეთის სენატის წინაშე.

დროა ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის, როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში