სამხრეთ კორეაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

26 სექტემბერი 2023, 10:19 441 ნახვა

სამხრეთ კორეამ  ჩინეთიდან და იაპონიიდან იშვიათ სამმხრივ შეხვედრაზე მაღალი რანგის დიპლომატებს უმასპინძლა, რომელიც მიზნად ისახავს პეკინის შეშფოთების გაქარწყლებას  აშშ-ის ორი მოკავშირის მიერ ვაშინგტონთან  თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან მოლაპარაკებები გამართა, რომლის მიზანია ნაწილობრივ შექმნას საფუძველი ქვეყნების ლიდერებს შორის სამმხრივი სამიტების განახლებისთვის, რომელიც ბოლოს 2019 წელს ჩატარდა.

ეს მოლაპარაკებები  სეულსა და ტოკიოს შორის იურიდიული, დიპლომატიური და სავაჭრო დავების გამო შეჩერდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში