არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ვინმეს საბაბის მოძებნა თუ უნდა, ამას ყოველთვის იპოვნიან - პაპუაშვილი

26 სექტემბერი 2023, 11:10 541 ნახვა

ვფიქრობ, რომ წელს სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება ევროკავშირი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

"მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა, რომ შარშან მიღებული გადაწყვეტილება იყო როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული შეცდომა, ასევე სამართლიანობასა და დამსახურებაზე დაფუძნებით იყო შეცდომა, ვფიქრობ, რომ ამის გააზრებით წელს სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება ევროკავშირი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. არანაირი მიზეზი სტატუსის არმინიჭების არ არსებობს, ვინმეს თუ უნდა საბაბი მოძებნოს, საბაბს ყოველთვის იპოვნიან. იმედია, განსხვავებით შარშანელისგან, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მხარდაჭერასთან ერთად საქართველოს სტატუსზე რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდეს.

"დღეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შევხვდებით, რომელიც ზაფხულამდე ქვედა პალატას ხელმძღვანელობდა, ახლა პრემიერია. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მხარდაჭერასთან ერთად საქართველოს სტატუსზე რუმინეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდეს. გუშინდელი შეხვედრებიდან გამომდინარე ამ მხარდაჭერაში დარწმუნებული ვარ.

რუმინეთთან ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატში გვაკავშირებს საერთო მიზნები, რომ აბრეშუმის გზა – შუა დერეფანი იყოს ის ცენტრალური დამაკავშირებელი ძარღვი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი, ასევე ინტერნეტის კაბელი, რომელიც იდეაა, რომ ასევე შავ ზღვაში იყოს ჩადებული საქართველოსა და რუმინეთს შორის. ეს ის სტრატეგიული პროექტებია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რუმინეთთან ერთად კონტრიბუტორი ვიყოთ ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი