''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები თამარის დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაგეგმილი აქციის დეტალებზე ესაუბრნენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით უახლოეს მომავალში სლოგანი "აფხაზეთი საქართველოა" რეალობად იქცევა.
მათივე განცხადებით აქცია მსვლელობით სიმბოლურად სოხუმის ქუჩიდან დაიწყება და მთავრობის ადმინისტრაციული შენობისკენ გაგრძელდება.