უბედური შემთხვევა ხულოში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

24 სექტემბერი 2023, 16:55 1409 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში 25 წლის ახალგაზრდა ბეტონის გადამამუშავებელ საამქროში დაიღუპა. არსებული ცნობებით, კაცი ერთ-ერთ დანადგარში მოყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის აღნიშნულ საამქროში დასაქმებული იყო. მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში