ბათუმის სპორტსკოლიდან სექციების უმეტესობა, ადგილმონაცვლეობისთვის მზადაა. ისინი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, დროებით დარბაზებში ივარჯიშებენ, რომლებიც მათთვის სპეციალურად რემონტდება. 6 სპორტული სექციის გადასვლის შემდეგ, სპორტსკოლის ტერიტორიაზე კომპანია “ორბი” სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს. თუმცა, პირობის თანახმად, ბათუმელი სპორტსმენებისთვის, ერთი წლის შემდეგ, ახალი სასპორტო სკოლა უკვე აშენებული უნდა იყოს.