ხულოს დრამატულ თეატრში 87-ე სეზონი ოფიციალურად სპექტაკლით ,,ზვავი“ გაიხსნა. თუნჯერ ჯუჯენოღლუს დრამატურგიულ წარმოდგენაში ნაჩვენებია რა შეუძლია გაუცხოებულ, შიშით სავსე სამყაროში თამამ პროტესტს - როგორ ინგრევა სტერეოტიპები სულიერი თავისუფლებისთვის.
სპექტაკლი ხულოს დრამატულ თეატრში რამდენჯერმე დაიდგა, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე აქტუალობას არ კარგავს.