„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის შეჯამება

23 სექტემბერი 2023, 14:26 597 ნახვა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიმდინარეობა შეაჯამა. 28 საპილოტე არეალში, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სისტემების მშენებლობა და აღდგენა, მიწის ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაცია დაასრულა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპილოტე პროექტის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს მასშტაბური პროექტის ­მთელ ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებას.

პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება და 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი