„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ირაკლი ეძგვერაძეს პროვოკაცია მოუწყო გლდანის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა.
„საკრებულოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძე მობრუნდა სახლში გლდანში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად, მას თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი,“, – განაცხადა მელიამ.