ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს? - ლევან დავითაშვილის ინტერპელაცია პარლამენტში 

22 სექტემბერი 2023, 15:08 682 ნახვა

უკვე ცნობილია კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც ანაკლიის პორტის  აშენება უნდათ.  

ესენია ჩინურ-სინგაპურული და მისი კონკურენტი კი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კონსორციუმია.

ეკონომიკის მინისტრის ამ განცხადებით ცხადი გახდა, რომ ამერიკულ კომპანიებს დაინტერესება აღარ გამოუთქვამთ. ჩინური კომპანიის ხსენებას კი სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.   

აქვთ მოლოდინი, რომ სახელმწიფო  ჩინეთზე გააკეთებს არჩევანს, რის უკანაც რუსული ინტერესები და კორუფციის საფრთხე დაინახეს.

დღესვე კითხვები დაისვა საერთაშორისო  საარბიტრაჟო დავაზეც, რომელსაც ანაკლიის კორსორციუმი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში