ხალხის პროტესტის ხმა უნდა ესმოდეთ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს - ეს არის პარლამენტთან აქციაზე შეკრებილების მთავარი გზავნილი, ისინი მინისტრების მოსმენის პარალელურად მართავენ აქციას.
მათაც, პარლამენტის უმცირესობის მსგავსად აინტერესებთ იყო თუ არა შესაძლებელი შოვის ტრაგედიის დროს წინასწარ გაფრთხილება.
ამასთან ითხოვენ ხელისუფლებისგან პასუხს რატომ არ აკავებენ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.