ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, ზურაბ კახაბრიშვილი, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მთავარ ექიმად დანიშნა. ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს.
ზურაბ კახაბრიშვილმა, ოფიციალური წერილი IWF-სგან (ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია) უკვე მიიღო და მოწვევას დასთანხმდა.
“ძვირფასო ზურაბ,
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი მილოცვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ტექნიკურ ჩინოვნიკად დანიშვნასთან დაკავშირებით” , - ნათქვამია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მოჰამედ ჯალუდის წერილში.
საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ექიმი წარდგენილია საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან, როგორც კონკრეტული სპორტის სახეობის საერთაშორისო ტექნიკური ჩინოვნიკი.