რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჟურნალისტებს ახალი ინფორმაცია მიაწოდა. რამიშვილი ირწმუნება, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის განსხვავებული ხელმოწერებია. ამ და სხვა დეტალებზე სასულიერო პირის ინტერესების დამცველებმა, ე.წ მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრეს.