მდინარე ჭოროხიდან ინერტული მასალის ამოღებასთან ფაქტებთან დაკავშირებით ''ნაციონალური მოძრაობა'' პროკურატურას მიმართავს. მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ მის მიერ მოპოვებულ კადრებში ის სატვირთო ავტომობილებია ასახული,რომლითაც სხვადასხვა კომპანიას მდინარიდან ამოღებული ქვა ღორღი ღამით, კანონის გვერდის ავლით გააქვს.
ოპოზიციონერი დეპუტატი პროკურატურას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ კანონდარღვევის გამოძიებისა და მსგავსი ფაქტების აღკვეთისთვის, რადგან ჭოროხიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანით არამხოლოდ კანონი ირღვევა, ზიანდება მდინარისპირა სოფლები და გარემო.