მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე ერევნის ცენტრში ასობით ადამიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.
სომხეთის მინისტრთა კაბინეტის შენობასთან და ერევანში რუსეთის საელჩოსთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციებზე 16 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სომხეთის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის პოლიციამ სპეციალური საშუალებებით დაარბია აქცია.
ადგილობრივი მედიის თანახმად, შეტაკებების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც.