7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული

20 სექტემბერი 2023, 10:54 445 ნახვა

7 ნოემბრის საქმეზე   მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სავარაუდოდ დისტანციურად ჩაერთვება.

გასული სხდომა, რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები, სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობას დააყენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი