კალიფორნიაში ნეთანიაჰუს ვიზიტი გააპროტესტეს

19 სექტემბერი 2023, 14:00 390 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა  სან-ფრანცისკოში. მისი ადგილი ციხეშია - ამ შინაარსის ბანერებით გამოვიდნენ მომიტინგეები კალიფორნიაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. 

ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ იანვარში ინიცირებულ  სასამართლო რეფორმას მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მასობრივი პროტესტი მოჰყვა. 

ნეთანიაჰუმ, რომელიც ამერიკელ მილიარდერსა და გამომგონებელს ილონ  მასკს შეხვდა, ცნობილ ბიზნესმენს  გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლას შორის ბალანსის გამონახვისკენ მოუწოდა.

მასკის სოციალური მედიის პლატფორმა იქსზე ანტისემიტური კონტენტი  კვირების განმავლობაში დაპირისპირებისა და კამათის მიზეზი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში