ახალი სასწავლო წელი დაიწყო ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. სასწავლებელს წელს სხვადასხვა სპეციალობაზე 106 პირველკურსელი ჰყავს.
ხვალ იწყება სამაგისტრო გამოცდების შემოქმედებითი ტური და მასწავლებლის გამოცდები, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ჯამში 160-მდე სტუდენტს მიიღებენ.
უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ეს მათი სასწავლებლისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
სტუდენტებთან პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა და მათ უნივერსიტეტისა და სწავლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.